
ადვოკატირება
სასურველი შედეგების მისაღწევად, ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად უწევთ სხვადასხვა აუდიტორიაზე ზემოქმედება და მათი დარწმუნება. ასეთ შემთხვევებში, სამიზნე აუდიტორიის დასარწმუნებლად საჭიროა ზემოქმედების სხვადასხვა მექანიზმების ინტეგრირება. გლობი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრაში, მათზე ზემოქმედების სწორი მექანიზმების შერჩევასა და პროცესის წარმართვაში დაგეხმარებათ.
რას ვაკეთებთ: წარმომადგენლობა სხვადასხვა სახელისუფლებო დონეებზე; ინტერესის ადვოკატირება; თემის აქტუალიზაცია და საჯარო დისკუსიების ინიცირება; ინტერესთა ჯგუფების მობილიზაცია და ლობირება; კოალიციის ფორმირება და მოკავშირეთა რეკრუტინგი

კონსალტინგი
ნებისმიერი ბიზნესისთვის შესაძლებლობების, საფრთხეების გაანალიზება და მათგან გამომდინარე სამოქმედო გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანია. გლობის კონსალტინგი მოიცავს, არსებული და პოტენციური გამოწვევების ანალიზს, მათი გაადაჭრის შესაძლებლობებს, რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
რას ვაკეთებთ: პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი; რეკომენდაციების შემუშავება; საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი და რეპორტინგი; სთეიქჰოლდერთა მეფინგი; GR სტრატეგიის და კომუნიკაციის გეგმის შემუშავება

ხელისუფლებასთან ურთიერთობა (GR)
თანამედროვე, კომპლექსურ სამყაროში აუცილებლობას წარმოადგენს ბიზნეს სექტორის მთავარ არბიტრთან ურთიერთობა. ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ საჭიროა ხელისუფლების სხვადასხვა დონეებთან მუდმივი კომუნიკაცია. გლობი, სათანადო კავშირების წყალობით, უზრუნველყოფს კლიენტის პრობლემების გადაწყვეტილებების მიმღებებამდე მიტანას და ურთიერთხელსაყრელი გამოსავლის მოძიებას..
რას ვაკეთებთ: GR სტრატეგიის იმპლემენტაცია; შუამავლობა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან; სთეიქჰოლდერთა მობილიზაცია და ჩართულობის უზრუნველყოფა; ანტიკრიზისული GR; პირდაპირი ლობირება

ინვესტირების ხელშეწყობა
ნებისმიერ ინვესტორს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება უწევს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინვესტირების პროცესზე. გლობის პროფესიონალები გაგიწევენ კონსულტაციას ინვესტირების პროცესის თანმდევი გამოწვევების ეფექტურად, შემოქმედებითად დაძლევაში და წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებიან.
რას ვაკეთებთ: შუამავლობა ინვესტორსა და ხელისუფლებას შორის; საინვესტიციო გარემოს ანალიზი და რეკომენდაციები; მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ; პროფესიონალური რესურსის მოძიება და კონტაქტის დამყარება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესის ფასილიტაცია