საქმიანობა

გლობის პროფესიონალთა გუნდი, ფასეული კავშირებითა და გამოცდილებით, ნერგავს ლობიზმის ჯანსაღ პრაქტიკას, რაც გულისხმობს:

  • კლიენტების ინტერესების იდენტიფიცირებას და მათ ანალიზს
  • რეკომენდაციების შემუშავებას
  • სტრატეგიულ დაგეგმარებას
  • ადვოკატირებას
  • ხელისუფლებასთან ურთიერთობას (GR)
  • საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა ჯგუფების მობილიზაციას და თემის აქტუალიზებას
  • ინვესტორების ინტერესების დაცვას და ინვესტირების პროცესის გამარტივების უზრუნველყოფას
 

პროფესიული მიდგომა

გლობის პროფესიული სტანდარტი გულისხმობს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შვიდი მიმართულებით მუშაობას. თითოეული მათგანი, საქმიანობის სპეფიციკიდან გამომდინარე, საბოლოო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. ეს მიმართულებებია:

  • კონტექსტის კონტროლი
  • მუშაობა მედიასთან
  • კოალიციის ფორმირება
  • სანდოობის მოპოვება
  • თანამშრომლობა think-tank-ებთან
  • კონსულტაციები პოტენციურ კრიტიკოსებთან
  • მუდმივი პირდაპირი კომუნიკაცია
 

მისია და მიზნები

გლობი არის პირველი ქართული ლობისტური კომპანია, რომლის მისია კლიენტებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთსასარგებლო და ჯანსაღი თანამშრომლობის ღია და გამჭვირვალე პრაქტიკის დამკვიდრებაა.

გლობის მიზნებია:
  • ლობიზმის, როგორც დარგის შექმნა და განვითარება საქართველოში;
  • ლეგალური გზით, ბიზნესის კეთების სიმარტივისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე პოზიტიური გავლენის მოხდენა
  • ლობისტური პრაქტიკის პოლიტიკური პროცესის განუყოფელ ნაწილად ქცევა, ლობიზმის ინსტიტუციონალიზაციის გზით